“ჩემზე ნათქვამის რა უნდა გამიკვირდეს, როდესაც მისივე შერჩეული და საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ მარიონეტს უწოდებს”

14giorgtargamadzeბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ეხებოდა და რომლებსაც ყოფილმა პრემიერმა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს არსებული ფსევდოოპოზიციური პარტიები უწოდა, გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა. “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი ლიდერი “პირველ რადიოსთან” საუბარში ამბობს, რომ ივანიშვილისგან არ არის გასაკვირი მსგავსი განცხადებები მითუმეტეს იმ ფონზე, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ის “ნაციონალური მოძრაობის” მარიონეტებად მოიხსენიებს. თარგამაძეს მაგალითად საქართველოს პრეზიდენტი მოჰყავს:

„ინგა შესაფერის პასუხს უჩემოდაც მშვენივრად გასცემს ბატონ ივანიშვილს. მხოლოდ ის ფაქტი მინდა ვახსენო, რომ ისევე როგორც წინა ხელისუფლებების დროს ამჯერადაც, ივანიშვილის მთავრობის პირობებშიც ინგა გრიგოლია კვლავ სატელევიზიო ეთერიდან დევნილი ჟურნალისტია. ეს ერთი. ახლა მეორე. თავად ბატონი ივანიშვილისაგან სიახლე არ არის პერსონალური შეურაცხყოფები და იმ ადამიანებისთავის „იარლიყების“ მიწებება, რომელთაც მისგან განსახვავებული შეხედულებები გააჩნიათ და მის უკიდეგანო „სიბრძნეს“ გუნდრუკს არ უკმევენ. ჩემზე ნათქვამის რა უნდა გამიკვირდეს, როდესაც მისთვის ყველა სხვაგვარად მოაზროვნე „ნაციონალური მოძრაობის“ მარიონეტია, მისივე შერჩეული და საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტ მარგველაშვილის თამადობით. და მესამე- რაც შეეხება ე.წ. შუის გაკრეფვას, ამას კი მართალს ამბობს. თქვა და შეასრულა. ქართულ პლიტიკურ ავანსცენაზე „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ფაქტობრივად აღარავინ შემორჩა ვინც პროცესზე რაიმე რეალურ ზეგავლენას მოხადენდა. ამიტომაც იქცა ქართული პოლიტიკური სივრცე პოლიტიკურ უდაბნოდ, სადაც მის მსგავს პოლიტიკურ ავანტიურისტს ქვეყნისა და ხალხის ბედზე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს“. განაცხადა გიორგი თარგამაძემ “პირველ რადიოსთან” საუბრისას.