“როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, “რუსთავი 2″ იყო და იქნება”

15lamberსაპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, გოგი თოფაძის მიერ რუსთვი 2 თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მინისტრთა კაბინების წევრები გამოეხმაურნენ. ციხე-პრემიერ კახი კალაძის თქმით როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, “რუსთავი 2” იყო და იქნება, “რაც ხდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ის, “რუსთავი 2″ იყო და იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ნოემბრის შუა რიცხვებში ირანში ჩასვლას და საქართველოში ბუნებრივი აირი ტრანზიტზე მოლაპარაკებას გეგმავს. ვიცე-პრემიერის თქმით ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია და ის რესურსები, რომელიც ირანს გააჩნია, საქართველომ ადგილმდებარეობიდან და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. ” ნოემბრის შუა რიცხვებში პირადად მე ვგეგმავ ირანში ჩასვლას და შესაბამისად გვექნება საუბარი, რამდენად შესაძლებელია ბუნებრივი აირის წამოღება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, – აღნიშნა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახი კალაძე ჟურნალისტებთან საუბარი განმარტავს, თუ რის გამო მიმდინარეობს მოლაპარაკებები “გაზპრომთან”, მისი თქმით კომპანია “სოკარს” ბუნებრივი აირით მოსახლეობის მომარაგების პრობლემა არ აქვს, მაგრამ დამატებითი კომერციული მოცულობის შემოტანის შესაძლებლობა არ გააჩნია.

“სოკარს” პრობლემა არ აქვს მიაწოდოს ბუნებრივი აირი მოსახლეობას და უზრუნველყოს სრულიად. რაც შეეხება დამატებით კომერციულ მოცულობებს, გასული წლების განმავლობაშიც შემოგქონდა დამატებითი კომერციული გაზი რუსეთიდან, იმიტომ რომ “სოკარს” არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა”, – განაცხადა კალაძემ.

ვიცე პრემიერი “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან მილანში გამართულ მორიგ შეხვედრაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დეტალებზე შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.

“კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა შედგა იტალიაში. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საუბარია ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე. შესაბამისად, ჩვენ გვინდა მეტი შემოსავალი მივიღოთ და დამატებით მივცეთ შესაძლებლობა კომერციულ სტრუქტურებს, შემოიტანონ ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით”, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.