მარგველაშვილის ,,გამოსახლება” – პრეზიდენტი დუმს

9sasxlestanმას შემდეგ რაც საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწოდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია და მთავრობისგან მოითხოვა, რომ აამოქმედოს კანონი და ოფისების განაწილება შესაბამისად მოხდეს, აქტუალური გახდა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო იძულებით გამოყვანის საკითხი. ცნობილია, რომ გიორგი მარგევლაშვილის ავლაბრის რეზიდენციაში ყოფნას მხარს არც მმართველი გუნდის წევრები უჭერენ. ჯერჯერობით უცნობია ივანიშილის მითითების შემდეგ , დაიწყებს თუ არა მთავრობა აღნიშნულ საკითხზე მუშაობას, თუმცა უკვე დიდიხანია ცნობილია მთავრობის მეთაურის პოზიცია-დატოვოს მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია და გადავიდეს ათონელზე. დუმს პრეზიდენტიც, მარგველაშილის ადმინისტრაციას მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შესაბამისად უცნობია შეცვლის თუ არა პრეზიდენტი გადაწყვეტილებას და გადავა თუ არა საკუთარი გუნდით ათონელის რეზიდენციაში, რომელიც როგორც ექსპრემიერი ამბობს მისი მითითებით გარემონტდა. პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, პოლიტიკურ კულვარებში მის იმპიჩმენტზეც ალაპარაკდნენ.