,,გამოსახლება” – ,,ეს ძალიან სასაცილი იქნება“

139888888888888888888ექსპერტი გია ხუხაშვილი ექსპრემიერის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის დატოვების საკითხის დაყენებას გეგმავს. განცხადებას ხუხაშვილი “პირველ რადიოსთან” საუბრისას აკეთებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსგავსი ბრძანებულების გამოცემა მთავრობის მხრიდან სასცილო იქნება.

“რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსახლებას, მე არ ვიცი რა განკარგულებაზეა ლაპარაკი. მე არ მახსოვს , რომ ასეთი განკარგულება ყოფილიყოს და ვერც წარმომიდგენია ბუნებაში როგორ უნდა გაჩნდეს ისეთი განკარგულება, რომლითაც უბრძანებენ პრეზიდენტს , რომ გამოვიდეს სასახლიდან.პრეზიდენტს , რომ ვინმემ უთხრას გამოდი სასხლიდან და სხვაგან გადადიო ესეც ვერ წარმომიდგენია , როგორ შეიძლება მოხდეს. თუმცა ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი მოსაზრების ქონის უფლება და ის გამოხატავს ამ მოსაზრებას,ეს მისი უფლებაა. მას არ მოწონს , რომ პრეზიდენტი იმ სასახლეშია, ეს ვიცით კიბატონო . მისი კონსტიტუციური უფლებაა დაყენოს ნებისმიერი საკითხი ისევე, როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ. ეს მისი უფლებაა,მისი პროტესტია და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის უფლებას და მის პროტესტს. ის რომ რაიმე ბრძანება გამოსცეს მთავრობამ პრეზიდენტის გამოსახლებაზე , ეს ძალიან სასაცილო იქნება.დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,”-განაცხადა გია ხუხაშვილმა.