ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში- კლიჩკო ლიდერია

კლიჩკოუკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემების თანახმად, კიევში, ლვოვში, ოდესასა და დნეპროპეტროვსკში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.ეგზიტპოლების მიხედვით, კიევის მერის პოსტზე ვიტალი კლიჩკო ლიდერობს. მას ამომრჩევლის 40–მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, თუმცა, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მერის თანამდებობის დასაკავებლად დიდ ქალაქებში ხმების 50 პროცენტზე მეტის მოპოვებაა საჭირო.საერთო ჯამში უკრაინის მასშტაბით ცენტრალურ რეგიონებში პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ბლოკი ლიდერობს.არჩევნები სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არ ჩატარებულა.