“თქვენ საერთოდ არ ილაპარაკოთ ქოცებო. უბრალოდ დაჯექით და ჩუმად ითვალეთ რამდენი დაგრჩათ”

115naგიგი უგულავას პატიმრობის საქმესთან დაკავშირებით ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ჟორჟოლიანის თქმით “ქართულ ოცნებას” უფლება აღარ აქვს ვინმეს დემოკრატიაზე და კონსტიტუციის უპატივცემულობაზე შენიშვნა მისცეს:

“1. თქვენ აღარ თქვათ, რომ ვინმე ამ ქვეყანაზე კონსტიტუციას პატივს არ სცემდა!

  1. თქვენ აღარ თქვათ, რომ ვინმე ამ ქვეყანაზე კანონს ფეხქვეშ თელავდა!
  2. თქვენ აღარ თქვათ, რომ ვინმეს ამ ქვეყანაზე უკანონო პატიმარი ჰყავდა.

  3. ვოლსკის ანონსის შემდეგ, რომ პატიმრობას უსჯიან თურმე დღეს უგულავას, თქვენ აღარ თქვათ რომ ვინმე სასამართლოზე ზეწოლას ანხორციელებდა, ან ერეოდა ამ ქვეყანაში.

თქვენ საერთოდ არ ილაპარაკოთ ქოცებო. უბრალოდ დაჯექით და ჩუმად ითვალეთ რამდენი დაგრჩათ!” წერს ჟორჟოლიანი.