რა მოხდა საპატრიარქოში-“პატრიარქმა დაიბარა განათლების მინისტრი და უთხრა ეს რა არისო”..

get_imgცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე ეროვნულ სასწავლო გეგმას აკრიტიკებს. ლევან ვასაძის განცხადებით, დებულება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესახებ, სრულად ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირებულებებს. გადაცემა “ჰოთ ინტერვიუში” იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის დამფუძნებელმა და დემოგრაფიული განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა , რომ განათლების სამინისტროში უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ პროცესს. მისი თქმით, დებულების მიხედვით, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველი უნდა გახდეს, 3-4 კლასელ ბავშვებს ავალებენ ითამაშონ როლური თამაშები. რაც ვასაძის განცხადებით, ნიშნავს იმას, რომ არასრულწლოვნებს მოუწევთ ყველა სახის უმცირესობის წარმომადგენლის განსახიერება. მისივე თქმით, აღნიშნულ დებულებაზე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს საპატრიარქოსაც. ვასაძის თქმით, დებულების გამოქვეყნების შემდეგ, განათლების მინისტრი საქართველოს პატრიარქმაც დაიბარა.

“რეზო ამაშუკელმა დაურეკა მინისტრს და გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება, პატრიარქმა დაიბარა და უთხრა – ეს რა არისო. ეს კონკორდანტის პირდაპირი დარღვევაა. არის რაღაცეები რაშიც არაფერი გვაქვს სასწავლი ამერიკისგან და ევროპისგან. ხომ არ შეიძლება ყველაფერში შეგირდები ვიყოთ. ამერიკელებისგან იმის სწავლება როგორ ავღზარდოთ შვილები და როგორ ვეურთიერთოთ ცოლებს, იგივეა ქართველმა მეგზევეებმა ამერიკელებს ასწავლონ , როგორ დააგონ ასფალტი,”-განაცხადა ვასაძემ.