ჟორჟოლიანი კალაძეს – “დაჯდე და ორღობის ჭორიკანასავით ილაპარაკო ერეკლე კოდუაზე, იმაზე მეტად ტეხავს, ვიდრე რემენასთან ძმაკაცობა და ორი ავტოგოლი”

11KLKLჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე- პრემიერთან დაკავშირებით სოციალირ ქსელში განცხადებას ავრცელებს და იმ პერიოდს ახსენებს, როდესაც წინა ხელისუფლებამ მისი ძმის გატაცების საქმე გახსნა. ჟორჟოლიანი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კალაძე ერეკლე კოდუას მადლობას უხდის. როგორც ჟორჟოლიანი წერს, “ამ ყველაფრის შემდეგ, დაჯდე და ორღობის ჭორიკანასავით ილაპარაკო ერეკლე კოდუაზე, იმაზე მეტად ტეხავს, ვიდრე რემენასთან ძმაკაცობა და ორი ავტოგოლი”. როგორც ჟურნალისტი წერს, დანარჩენი სასამართლოში გაირკვევა.

“კახი კალაძე დიდხანს და უშედეგოდ ეძებდა კრიმინალების მიერ გატაცებულ ძმას. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. იყო ბევრი უძილო ღამე, დაკითხული ათობით მოწმე… არეული კვალი.. და მაინც არ ნებდებოდნენ პოლიციელები და გამომძიებლები. ამ პოლიციელებს შორის იყო ერეკლე კოდუა, რომელმაც მართლა ძალიან ბევრი გააკეთა, რომ ცნობილი ფეხბურთელის ოჯახს, გაეგო რეალურად რა ტრაგედია დატრიალდა მის თავს. საქმე გაიხსნა. აღარ ვყვები რამდენჯერ მოატყუეს ოჯახი, გადაახდევინეს ძალიან დიდი ფული… გადააგდეს. აღარ ვყვები, როგორ ატყუებდნენ მათ რომ გატაცებული ბავშვი ცოცხალი იყო… ამ ყველაფრის შემდეგ, დაჯდე და ორღობის ჭორიკანასავით ილაპარაკო ერეკლე კოდუაზე, იმაზე მეტად ტეხავს, ვიდრე რემენასთან ძმაკაცობა და ორი ავტოგოლი. როცა ხარ დაუნახავი და უმადური , ხარ ასეთი ყველასთან. როცა ამას ივიწყებ, დაივიწყებ ყველაფერს ამ ქვეყანაზე. მათ შორის ვალდებულებებსაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. დანარჩენს გავარკვევთ სასამართლოში, სადაც აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს.” წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.