,,პრესსამსახურის” ზარი მაესტროში – წამყვანის სკანდალური პოსტი

13maestroooტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ გახშირდა სატელეფონო ზარები და უკმაყოფილო ტონი სიუჟეტების კონტექსტში”

“დარეკეთ, მოგვიკითხეთ და ცივი წყალიც დალიეთ – ყველა იმ ადამიანის სახელსა და გვარს დავწერ აქ, ვინც პრეტენზიებს გამოხატავს, როგორც ,,პრესსამსახური” – ბევრი საოცნებო ტელევიზია გაქვთ და იქ გაუშვით სიუჟეტები დაკვეთით! ! !”, – წერს ჩიხლაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

ჩიხლაძეს არ დაუკონკრეტებია ვინ იყო ზარის ავტორი და რომელი უწყებიდან.