“რატომ აშენებს შპს სტადიონი ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოს”

Untitledაჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი შპს “სტადიონი” ჩამოყალიბდა რომელიც ბათუმის სტადიონის მშენებლობას უზრუნველყოფს.ასევე ამ შპს სტადიონს დაევალა რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაც აღნიშნული “შპს”-ს კურატორი ირაკლი ჭეიშვილი იქნება ხოლო სამუშაოებს ბათუმის დინამოს პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი უხელმძღვანელებს, რამდენადაც აბსურათ არ უნდა მოეჩვენოს ჩვენს მკითხველს ეს მართლაც ასეა თუმცა საზოგადოების ნაწილმა მათ შორის ალასანიას “თავისუფალმა დემოკრატებმა”  მხარი დაუჭირეს ხაბაძე, ჭეიშვილ ფედიჩკინის გადაწყვეტილებას.

საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის მიუღებელია ეს გადაწყვეტილება და მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის” ისინი ამ ყველაფერში კორუფციის ნიშნებს ხედავენ და ამ გადაწყვეტილებას ისეთივე კრახით დასრულებას უწინასწარმეტყველებენ როგორი კრახითაც დასრულდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის როსტომ შერვაშიძის ფეხბურთის განვითარების კომისიის თავმჯდომრობა.. თუმცა ბათუმელები კვლავ ფეხბურთის განვითარების და სტადიონის მოლოდინშია.