“სკანდალი: სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნები და ბიზნესს წილები”

გია ჭყონიამთავრობისაგან პრივილიგირებული ბიზნესი და ბიზნესმენები“ , ამ ბიზნესმენთა სიაში მოხვდა „შპს გზის“ მეპატრონე გია ჭყონია, რომელიც მორიგ სკანდალში ეხვევა.
როგორც“ ბი ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა თანამდებობიდან გაათავისუფლეს უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა ბატიაშვილი და ამავე სამსახურის საგამოძიებო სამსახურის უფროსი სანდრო მჭედლიძე, ის რიგით გამომძიებლად დააქვეითეს.
ბატიაშვილიც და მჭედლიძეც ბიზნემსენ გია ჭყონიას უახლოესი მეგობრები არიან, ისინი ჭყონიას მისმა ბიძაშვილმა ომარ ჭყონიამ გააცნო, რის შემდეგაც წლების განმავლობაში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ უწევდნენ მფარველობას ბიზნესმენს და მათი წყალობით ჭყონიას მოგებული აქვს არაერთი მსხვილი პროექტი.

გია ჭყონია
გია ჭყონია

აღსანიშნავია რომ ბატიაშვილის მიმართ მიმდინარეობას მოკვლევა უსაფრთხოიების სამსახურში ოპერატიული თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, აგრეთვე ბიაზნესმენებისგან ე.წ „კრიშის“ სახით თანხების აღება და ბიზნესის მფარველობაზე.
საზოგაოდებას შევახსენებთ რომ ჭყონიას ერთ-ერთი ბიზნესი არის გონიოს ავტო პარკი, სადაც ის ძალოვანების დახმარებითის უკანონო შემოსავლებს ღებულობს, სავარაუდოა რომ სწორედ ბატიაშვილი მფარველობდა ამ ბიზნესს.
“გონიოს ხიდთან პატრული ტრაილერების მძღოლებს ავტოპარკში შესვლას აიძულებს, საპატრულო პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟი აქ 24 საათის განმავლობაში პატრულიერებს, ერთერთი ბულგარელი მძღოლის განცხადებით მას 3_ჯერ აიძულეს გონიოს ავტოპარკით სარეგლობა, ავტოპარკი გონიოში კომოპანია “ბიგოილს” აქ მოწყობილი, აღნიშნული კომპანიის 50% წილის მფლობელი კი ბიზნესმენი გია ჭყონიაა, ჭყონია ხაბაძის ახლო მეგობარია და ის ამ მეგობრობას არც უარყოფს ხაბაძესთან.

 

არჩილ ხაბაძე შპს “გზის”ოფისში
არჩილ ხაბაძე შპს “გზის”ოფისში

უფრო მეტიც საზოგადოებას შევახსენებთ რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხაბაძე ხშირად სტუმრობს ბიზნესმენის ოფისს,სანდო წყაროსგან მოწოდებული ინფომაციის თანახმად საქმე მასშტაბურ ელიტარულ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს, კულუარული ინფორმაციით ჭყონიას ბიზნეს ინტერესებს არჩილ ხაბაძე აქტიურად ლობირებს, კორუფციული სქემა მარტივია – სახელმწიფოს გამოცხადებულ მრავალმილიონიან პროექტებს აჭარაში ჭყონიას კომპანიები ახორციელებენ.

ხაბაძის ვიზიტი სტრასბურგში
ხაბაძის ვიზიტი სტრასბურგში

ხაბაძეს მისი მეგობარი ბიზნესმენი ჭყონია ხშირად დაჰყავს საზღვარგარეთ ვიზიტების დროს, ჭყონიას განამრტებით ის გვერდით მდგომი ბიზნესმენია.

 

 

 

გია ჭყონია და არჩილ ხაბაძე
გია ჭყონია და არჩილ ხაბაძე

ბათუმში არსებული ახალი რკინიგზის სადგური „ ბათუმი ცენტრალი“ , აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძესთან დაახლოებული ბიზნესმენ გია ჭყონიას საკუთრებაა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მხოლოდ გია ჭყონია არ არის ბათუმი ცენტრალის 100% წილის მფლობელი, მასთან ერთად საქმეში ფიგურირებს საჯარო რეესტრის მიხედვით სხვა პირები, თუმცა არაოფიციალურად ბათუმი ცენტრალის მმართველ რგოლში ფიგურირებენ არჩილ ხაბაძე და აჭარის ყოფილი კუდის უფროსი თეიმურაზ პატარიძე, სწორედ პატარიძის კადრია ბათუმი ცენტრალის დირექტორი გია შარაშიძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში , ასევე აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსად, ის იყო პატარიძის ნდობით აღჭურვილი პირი წლების განმავლობაში.
ბატიაშვილის მიმართ ასევე მოკვლევა მიმდინარეობს დაბა ბაკურიანში მიწების უკანონო შეძენა მითვისებაზე, კერძოდ დაბა ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის მიერ ხორციელდება 160 მილიონიანი ინვესტიცია, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბატიაშვილის მიერ წინასწარ იქნა შესყიდული მიწები, შემდეგ ინვესტორზე მისყიდვის მიზნით.
„ბი ნიუსის „ წყაროზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ ბატიაშვილი პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის სიმამრთან თამაზ თამაზაშვილთან დაახლოებული და მის მერ ნდობით აღჭურვილი პირია.