“რატომ დაეცა თხილის ფასი?!”

cms-image-000003911გლეხები უკმაყოფილებას გამოთქვამენ თხილის ფასის ვარდნის გამო. დღეს  თხილის ფასი 4 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს, მაშინ როცა თხილის ფასი შარშან 8 ლარს შეადგენდა. მოსახლეობა ამ ფაქტს თხილის ბიზნესით დაინტერესებულ პირებს უკავშირებს კერძოდ პარლამენტარ გოდერძი ბუკიას რომლის შვილიც ამ ბიზნესშია ჩართული და ღარიბაშვილის დახმარებით ქარხანაც კი ააშენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

გოდერძი ბუკია
გოდერძი ბუკია

ბუკია საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატთა რიცხვს განეკუთვნება, რომლის ქონებაც მილიონებს შეადგენს, ის დაახლოებულია პრემიერ ღარიბაშვილთან ,  ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, გოდერძი ბუკიას დიზაინერი ქალიშვილი ლაკო ბუკია რამოდენიმე ხნის წინ დაქორწინდა.

გრანდიოზულ ქორწილს ცნობილი სახეები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.