“ვინ არის მეუფე სპირიდონი სასულიერო პირი თუ კრემლის აგენტი?!“

Untitledმეუფე სპირიდონი სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსის გახლავთ, ის 2007 წლის დეკემბერს საქართველოს წმინდა სინოდის განჩინებით გამორჩეული იქნა სხალთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.
მეუფე სპირიოდნი გამოირჩევა ქადაგებების დროს ანტიევროპული და რუსეთის მხარდასაჭერი განცხადებებით, საზოგადოებას კარგად ახსოვს როდესაც მან ერთ-ერთი ქადაგების დროს განაცხადა : „ვილოცოთ, რომ რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი გაერთიანდეს სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ქადაგების დროს ამბობს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობის შედეგია. მისი თქმით, დასავლეთის სამყაროს, ამერიკელებს და კათოლიკურ სამყაროს უხარია, რომ უკრაინაში მართლმადიდებლები ხოცავენ ერთმანეთს და ამიტომ ხელს უწყობენ ძმათამკვლელ ომს. მეუფე სპირიდონი ასევე ამბობს, რომ უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ერთ ძლიერ სახელმწიფოდ გაერთიანდება, და მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს რათა შეძლოს რუსეთმა უკრაინის დაპყრობა.“

მეუფე სპირიდონი
მეუფე სპირიდონი

მეუფე სპირიდონის თქმით ანტიდისკრიმინაციული კანონი არის უკანონობის დაკანონება: „გმირია ის ხალხი ვინც 17 მაის სამღდელოება გამოიყვანა ქუჩაში, დამონებული ყავს ამერიკას საქართველო ფინანსურად და რყვნის, თუმცა ამაოდ იწუხებენ თავს ივერიას ვერაფელი მოერევა სანამ რუსეთი ფეხზე დგას, ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხალხი ვართ, ჩვენ უფლის კვართის დამცველი ხალხი ვართ და მართლმადიდებელი რუსეთი არ დაგვტოვებს ამ დემონების ამარა, ესენი მთელ საქართველოს აუპატიურებენ, რომელი უფრო საშინელეება ეს ცოდვა თუ რუსეთი, გამოდიან და იძახიან დემოკრატიაა დღესო და სიმშვიდე შეინარჩუნეთო გვეუბნებიან ამ დროს , დიდება და მადლობა უფალს დედა ეკლესია ჰყავს საქართველოს რომელსაც ბჭენი ჯოკოხეთისანი ვერ მოერევიან, დღეს საით მიაქანებენ ამ ხალხს ამერიკისკენ და ევროპიკსენ, რომლებიც არიან მეძავები და გარყვნილები “. მეუფე სპირიდონი გახლდათ სასულიერო პირი, რომელიც საქართველოში კაზანტიპის ფესტივალის ჩატარებას ეწინნააღმდეგებოდა , ის ერთერთი ქადაგების დროს ამბობს: „ თქვენ იცით რომ ყირიმს სანამ რუსეთი დაიბრუნებდენ იქ იმართდებოდა ე.წ კაზანტიპი, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს რა არის ეს, გულის რევის გარეშე ამას ვერ უყურებდა, ეს არის რამოდენიმა ათეული ათასი ადამიანების გაერთიანება , მათ ყავთ თავიანთი პრეზიდენტი და ა.შ , ესენი არიან საშინელი გარყვნილი ხალხი, ყველანაირი ცოდვის ჩამდენები და რუსეთის წყალობით დღეს ეს ფესტივალი ყირიმში აღარ ტარდება, ეხლა კი უნდათ საქართველო ჩაითრიონ ამერიკელემა გარყვნილებმა ამ ცოდვაში.
რუსეთმა დაიბრუნა ყირიმი, ისედაც მას ეკუთვნოდა ეს ტერიტორია, ყველას კარგად გახსოვს უკუღმართმა ნიკიტა ხრუშოვმა აჩუქა უკრაინელებს ეს ტერიტორია, კაზანტიპის გამო უკრაინა დასაჯა უფალმა და პანღურის კვრით გამოყარეს რუსებმა ეს გარყვნილები და რათქმაუნდა საოცრად სწორედ მოიქცნენ რუსები .

ვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი

ღმერთმა დალოცოს რუსები და პუტინი ამ საქციელის გამო“, ახლა კი როგორც წეღან ვთქვი საქართველოც უნდა ჩაითრიონ ამ ცოდვაში და ანაკლიაში უნდათ ამ კაზანტიპის ჩატარება, რატომ იმიტომ რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, და ყველაზე მეტად ებრძვის ეშმაკი , ზუგდიდში კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართია და პირდაპირ დაუმიზნა ეშმაკმა ანუ ამერიკამ ზუგდიდს, ამიტომ ჩვენ ფეხზე უნდა დავდგეთ სუყველა, ხმა ამოვიღოთ, რომ ასეთი გარყვნილება საქართველოში არ ჩატარდეს.“
ხულოში თურქებზე გასხვისებული მიწების შესახებ კი მეუფე სპირიდონის აზრით ამის გამო მათ წინაშე დიდი გამოწვევა დგას ,რაგან იქ მათი საგანმანათლებლო დაწესებულებები იხსნება რაც მეუფეს განცხადებით დაუშვებელია და ეს ტენდენციათ არ უნდა იქცეს, 2013 წლის 19 აპრილს ხულოში მეუფემ კონფერენციაც კი ჩაატარა, რომელსაც ძირითადად ხიჭაურში საპატრიარქოსთან არსებული წმ. გრიგოლ ხანცთელის სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, ასევე ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დამსწრეთა აზრით კი არსებობს საფრთხე საკუთარ მიწაზე სტუმრად გადაქცევისა, მეუფე სპირიდონის თქმით კი : „ასე ხელაღებით ხდება ქართული მიწევის განიავება , ხელაღებით ხდება მათი გადაცემა უცხოელებზე, ქართველებს არავისგან არ გვესწავლება სტუმართ მოყვარეობა მითმეტეს აჭარას თუმცა, სტუმარს ხომ უნდა ქონდეს იმის გაგება რომ ის სტუმარია და ჯაყოსავით არ უნდა მოიქცეს ჩვენ კი რატომ უნდა მიცეთ უფლება თურქებს ჩვენზე გაბატონების?! ეს დაუშვებელია რომ მოხდეს, ჩვენი მიწა პირველ რიგში ღვთისმშობელს ეკუთვნის და შემდეგ ჩვენ, ხალხი ურჯულოებზე მიწებს ყიდის და ერთმორწმუნე ჩვენი მოძმე რუსეთი მტრად მიაჩნია, ნუ დაავიწყდება ნურავის რუსეთის როლი აჭარის თურქეთის მონობიდან განთავისუფლებაში, რაში ვცვლით ჩვენ მიწებს ქაღალდში რაც დღეს გაქ და ხვალ აღარ გექნება.
უძველეს ქრისტიანულ კუთხეში, აი, ამ უძველეს სარწმუნოების კუთხეში, აი, ამ კუთხეში, სადაც დაარსდა პირველად დედა ეკლესია, უნდათ რაღაც უცნაური, ქართველი ხალხისთვის მიუღებელი, რაღაც უცხო სარწმუნოება შემოიტანონ და რაღაც ააშენონ იმათი მეჩეთი. ეს არის საშინელი ცოდვა.“

საზოგადოებას შევახსენებთ რომ ეპისკოპოსი სპირიდონ (გოჩა) აბულაძე. ორჯერაა ნასამართლევი – არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობისთვის და შემდეგ ხულიგნობისთვის.

6 thoughts on ““ვინ არის მეუფე სპირიდონი სასულიერო პირი თუ კრემლის აგენტი?!“

  1. ავხორცობაზე და მამულიშვილობაზე ამ ადამიანს თავის ხედვა აქვს კი პოლიტიკურად ცუდად ჟღერს ბევრისთვის რასაც მეუფე ამბობს, მაგრამ კაზანტიპზე ამ მეუფემ მკვეთრად ამოიღო ხმა

    Like

  2. ყოჩაღ, მეუფე სპირიდონ, მაგრამ გაგიმწარებია სოროსსელ-მასონები- თვითონვე ადასტურებენ თქვენს დამსახურებებს ერის წინაშე და სარწმუნოებრივ პატრიოტულ გამოსვლებს – ეჰჰჰ, ნეტავ ყველა თქვენნაირი პატრიოტი და მამულიშვილი იყოს, და თქვენი ნახევარი საქმე ჰქონდეს გაკეთებული საქართველოსთვის და ერისთვის (მარტო ამდენი ბავშვთა სახლები და სასულიერო სკოლა ინსტიტუტები რად ღირს, სადაც სრულიად უსასყიდლოდ ზრდით და ასწავლით გაჭირვებულ ბავშვებს) და ასე არ დაემხობოდა ზნეობა (კაცობა, მამულიშვილობა) და სულიერება (ხულიგნები და გარყვვნილები კი თავის მხარეს მოიკითხონ გლობალისტ აათეისტებმა (ქალს რომ კაცისგან ვერ არჩევენ და კაცს ქალისგან), ვინც გიცნობთ იცის თქვენი ზნეობრივი ფასეულობები!)

    Like

  3. წმ.ანდრია სალოსის ცხოვრებაში არის ერთი ეპიზოდი,სადაც წმინდანთან მოსაუბრე ეშმაკი ბოლო ჟამის ადამიანებზე საუბრობს,რომ ისეთი დრო დადგება ეშმაკებს ადამიანის სიცბიერისა გაუკვირდებათ და მათგან ისწავლიან ეშმაკობას. ეს ურცხვი დრო დადგა დღეს რადგანაც ადამიანებს თეთრი შავად უნდათ მოგვახიონ თავზე და შავი თეთრად.ამიტომაც არის რომ ჭესმარიტ მღვდელმტავართა ან სხვა რიგ მართალ ადამიანთა ქადაგებისა არ ესმით და არც უნდათ გაიგონ.ღმერტთმა გავგიხსნას და დაგვანახოე ჭეშმარიტება.ამინ.

    Like

  4. მეუფე სპირიდონმა ის თქვა ,რაც წმინდა მამებმა თქვეს. გინდ დაიჯერეთ გინდ არა! უფალი ფარავდეს მეუფე სპირიდონს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან! თქვენ კი ურწმუნოებო ღმერთმა რწმენა მოგცეთ!

    Like

დისკუსია დახურულია.