მერია ნიკოლოზ რაჭველის კონცერტისათვის 100 ათასი ლარს დახარჯავს

ნიკოლოზ რაჭველიბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, 5-6 სექტემბერს დაგეგმილ „ბათუმობის“ დღესასაწაულზე ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი გაიმართება. „ბათუმობის“ საერთო 350 000 ლარიანი ბიუჯეტიდან ამ კონკრეტულ ღონისძიებისათვის 100 000 ლარი გაიწერა. კომპოზიტორის და მასთან ერთად 95 ადამიანისგან შემდგარი ორკესტრის ჰონორარისათვის ბიუჯეტიდან 85 000 ლარი დაიხარჯება, 15 000 ლარი კი კვებისა და სასტუმროში განთავსებას მოხმარდება. აიპი „კულტურის ცენტრში“ აცხადებენ, რომ კომპოზიტორი ქალაქს შეღავათაინ ფასად ეწვევა. გიორგი ერმაკოვი განმარტავს, რომ კონცერტის ჩატარებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის გადაწყვეტილება კომისიური წესით მიიღეს. მერი თვლის, რომ მსგავსი სახის აქტივობები ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ნიკოლოზ რაჭველის კონცერტის გარდა „ბათუმობის“ დღესასწაულზე ადგილობრივი ბენდებიც დაუკრავენ. მთავარ ლოკაციებად ევროპის მოედანი, მემედ აბაშიძის ქუჩა, 26 მაისის პარკი და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია განისაზღვრა.