“რუსეთი არის უკონტროლო მხეცი, ის შეჭამს იმდენს რამდენსაც ძალით დაეპატრონება”

მუხრან ბურჭულაძე“საინტერესოა როდემდე ვაპირებთ ანექსიის თმენას და დამკვირვებლის როლში ყოფნას. ვისაც ჰგონია რომ ოკუპანტი ზოოპარკის მორჩილი ცხოველია, რომლის მადასაც ვოლიერის საშუალებით ვთოკავთ, მინდა იმედი გავუცრუო. რუსეთი არის უკონტროლო მხეცი, ის შეჭამს იმდენს რამდენსაც ძალით დაეპატრონება.
“მშვიდობის მტრედებო” ჩვენს მიწაზე მტრის კაცუნები იარაღს აჟღარუნებენ, ავტობანზე უსაფრთხო გადაადგილება მხოლოდ გალეშილი ვალოდიას კეთილ განწყობაზეა დამოკიდებული. მერე ვიკითხოთ, თუ ნაბახუსევს რუს სამხედროს გუნება გაუფუჭდა..
ერთ რჩევას მივცემ პრემიერ “ნარინს”, ეახლოს დილაობით მთვრალ ოკუპანტს და მოიკითხოს, თუ როგორ მშვიდობიან დღეს გვპირდება.
არასოდეს ვყოფილვართ ასე მორჩილი და ქედმოხრილი, არასოდეს ყოფილა საქართველო მხდალი და ასე თავმოჭრილი.
თუ გვინდა შევინარჩუნოთ ქვეყანა და არ დავკარგოთ ისიც რასაც ჯერ კიდევ ვფლობთ, უნდა დავიბრუნოთ წართმეული და გავმთლიანდეთ.”_წერს მუხრან ბურჭულაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

2 thoughts on ““რუსეთი არის უკონტროლო მხეცი, ის შეჭამს იმდენს რამდენსაც ძალით დაეპატრონება”

დისკუსია დახურულია.