“აჭარის სუსის უფროსმა თანამდეობობა დატოვა”

გიორგი პაპუაშვილიაჭარის სუსის უფროსმა გიორგი პაპუაშვილმა თანამდებობა დატოვა. ხაბაძის მოთხოვნით კი მის ადგილს უჩა შანიძე დაინიშნება, რაც შეეხება შანიძეს ის არჩილ ხაბაძის თანაშემწედ ამ დრომდე მუშაობს და მისი დანიშვნა აჭარის სუსის უფროსის თანამდებობაზე რამოდენიმე დღეში მოხდება.
ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ხაბაძესა და პაპუაშვილს შორის დაპირისპირება,დაპირისპირების ერთერთი მიზეზი კი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები გახდა, საქმე ეხება ქობულეთის გამგებლის მოადგილის კახი კალაძის ფავორიტის რატი მეგრელიძის და გამგებლის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, ასევე “ქართული ოცნების” ადგილობრივი ლიდერის არჩევას, ხოლო დაპირისპირების მეორე მიზეზი კი ბიზნესის შევიწროება გახდა პაპუაშვილის მხრიდან, რომელმაც თავისი ჩვეული წესით დაიწყო ბიზნესის შევიწროვება და ფულის დაწერა, რაშიც მისი მარჯვენა ხელი ირმა ინაშვილის პარტიის წევრი ბუბა ბოლქვაძე ეხმარება., რამაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან მას კონკურენტი გამოუჩნდა აჭარაში ბიზნესმენებზე ფულის დაწერის და წილების აღებაში.

ამავე თემაზე იხილეთ: “არჩილ ხაბაძე აჭარის სუსის უფროსს გიორგი პაპუაშვილს დაუპირისპირდა”