“არც სოფელს წაადგება 20 ლიტრი დიზელი და არც ეკონომიკას”

მუხრან ბურჭულაძე“დანელია მოსკოვს ღვინის ნაცვლად ალბათ ყურძნის ჭამას სთავაზობს.
სანამ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ჩვენი მთავარი ეკონომიკური გათვლა იქნება, არც გლეხის ოჯახს და არც ქვეყნის ბიუჯეტს შველა არ უწერია.
მინდა სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოტყუებულ მოქალაქეებს ვუთხრა;
პოლიტიკოსი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ან საერთოდ ამ დარგზე ბევრს საუბრობს, უბრალოდ გატყუებთ, რადგან მას თქვენი მოსყიდვის და საარჩევნოდ ხმების წაგლეჯვის მეტი არაფერი სურს. ესაა ქრთამი, რომლის ფასადაც ჩვენს მომავალს ვღუპავთ. არც სოფელს წაადგება 20 ლიტრი დიზელი და არც ეკონომიკას. დარიგებული ვაუჩერით კი თავადაც იცით რას იძენთ. განათლება – ესაა დარგი და სახელმწიფო სისტემის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომელიც სუბსიდირებას იმსახურებს, რადგან ამაშია ჩვენი თაობების ხსნა.
არ მგონია რომელიმე ფერმერი თოხით მომარჯვებულ შვილზე ოცნებობდეს. თითოეული გლეხის ოჯახი უამრავ განათლებულ ადამიანს, წარმატებულ მენეჯერს და მმართველს მოგვცემს, თუ სახელმწიფოს სწორი პრიორიტეტები ექნება დასახული.”_წერს მუხრან ბურჭულაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.