“Black Sea Jazz Festival-ი ჯორჯ კლინტონმა გახსნა

GFFH„ბლექ სი ჯაზ ფესტივალი“ გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს ბათუმელებისა და ჩამოსული სტუმრების ჯორჯ კლინტონი Funk-ის, Soul-ის, Rhythm and Blues-ის სახელგანთქმული ამერიკელი შემსრულებელი წარსდგა. დღეს ჯაზ ფესტივალის ფარგლებში კორტებზე მოწყობილ სცენას Liv Warfield დაიკავებს. 4-დღიანი ფესტივალის ფარგლებში 25 ივლისს მაყურებლის წინაშე Lisa Stansfieldi წარსდგება. ფესტივალის კულმინაცია კი 26 ივლისს დაგეგმილი Snoop Dogg-ის კონცერტი იქნება. ამერიკელი მულტი-პლატინუმ არტისტი ბათუმში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოვა.