“ქობულეთის საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა”

 საავადმყოფოქობულეთის საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებით მოსპობას გულისხმობს. 36 წლის მამაკაცი, როგორც მედიკოსები ამბობენ, თავის სისხლძარღვების მძიმე დაავადებით სამედიცინო დაწესებულებაში 6 დღის წინ მოათავსეს, იგი სტაციონარში ხუთი დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეს დამძიმდა. ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი ნუგზარ გურგენიძე აცხადებს, რომ მამაკაცის სხვა დაწესებულებაში გადამისამართება იგეგმებოდა, თუმცა მანამდე გამოკვლევების პასუხებს ელოდნენ. პაციენტის გარდაცვალების დღეს სამედიცინო დაწესებულებაში ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტს გურგენიძე არ ადასტურებს.