ბათუმში საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“ გაიხსნა

gvbfbbfგუშინ ბათუმში „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში გამოფენა „ქოლგა“ გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს 6 სექტემბრამდე უმასპინძლებს. საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა და 2 თვის განმავლობაში ბათუმელებისა და ზღვისპირა ქალაქის დამსვენებლების წინაშე 38 ფოტო პროექტი და 18 ფოტო გამოიფინება. წლევანდელ ფოტოკონკურსში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფი მონაწილეობდა. წლის საუკეთესო ფოტოები 9 000-მდე ფოტოდან შეირჩა. თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება. ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდე ქვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე. წუხელ ასეევე დასრულდა ბათუმელი შემსრულებლების კვეირეული. კვეირეულის ბოლო დღე სოფო ხალვაშს დაეთმო.