მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის ტერიტორია დაათვალიერა

fgdh

ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის საქმის განხილვის პროცესში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე დღეს ადგილზე ჩავიდა და პანსიონის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. მოსამართლე მხარეებსაც გაესაუბრა. ადგილზე იმყოფებოდა ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, რომლის სარჩელის საფუძველზეც საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. პანსიონის ტერიტორიაზე მოსამართლის გამოჩენამდე აქციაც გაიმართა ლოზუნგით: რელიგიური უმცირესობა ჩაგრავს რელიგიურ უმრავლესობას. ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქრისტიანებით დასახლებულ უბანში მუსლიმთა რელიგიური სასწავლებელი არ უნდა გაიხსნას. პანსიონის ხელმძღვანელობა კი, სასწავლებლის ასამოქმედებლად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მხარეთა მოსმენა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 15 ივლისს გაიმართება.