“ოცნება პუტინის პარტიას უმეგობრდება?!”

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს.

შეგახსენებთ რომ პარტია “ქართული ოცნების” დელეგაცია დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის მიზანი პარტია “ქართული ოცნებისა” და ჩინეთის სახალო რესპუბლიკის კომუნისტურ პარტიას შორის ურთიერთობების გაღრმავებაა, ამ ფაქტს უკვე მოჰყვა შეფასებები.

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და საქართველოს ყოფილი ელჩი საბერძნეთში ირაკლი თავართქილაძე აცხადებს მმართველი გუნდი თავს კომუნისტურ ოჯახში მოიაზრებს და პარტიაში ვიზიტს ევრაზიული კავშირის წევრობისკენ გადადგმულ ნაბიჯადაც აფასებენ.

ირაკლი თავართქილაძე
ირაკლი თავართქილაძე

“ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის თუ სხვა სახის სამთავრობო ურთიერთობების, მაგრამ როდესაც საუბარია მმართველ პარტიასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის გაფორმებულ მემორანდუმზე, აქ ყველაფერი ნათელად ჩანს რომ “ქართული ოცნების” პლატრფორმა არის მარქსიზმ-ლენინიზმი, ეს არის კომუნიზმი და საბოლოოდ ალბათ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მივდივართ ევრაზიული კავშირიკსენ და შემდეგი მემორანდუმი უკვე იქნება  ქართული ოცნების ვლადიმერ პუტინის პარტიასთან “ედინაია რასიასთან” გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ალბათ უახლოეს დღეებში ვიხილავთ”_განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.