“ყაზახურ კომპანიაზე გასხვისებული 21 ობიექტიდან ინვესტიცია მხოლოდ ერთში განხორციელდა”

1433503057

ყოფილი ხელისუფლების დროს შავის ზღვის სანაპირო ზოლში პირდაპირი მიყიდვის წესით განხორციელებული საინვესტიციო პროექტები არაეფექტური აღმოჩნდა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იმ 21 ობიექტის ჩამონათვლას ასაჯაროებს, საიდანაც მხოლოდ ერთი ობიექტის ადგილზე განხორციელდა ინვესტიცია. ორგანიზაციის შეფასებით, ინვესტორმა შეღავათით ბოროტად არ უნდა ისარგებლოს და აღებული ვალდებულება დროულად უნდა შეასრულოს. ამასთან, ნათია ზოიძე თქმით, მნიშნელოვანია სახელმწიფომ ინვესტორების მიერ ვალდებულებების შესრულების ეფექტური მონიტორნინგი განახორციელოს, რათა თავიდან იქნას აცილებული არასასურველი შედეგი. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 14 თებერვალს , აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტრომ ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვი“-ს 21 ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა.

გიორგი კირთაძე
გიორგი კირთაძე

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” განცხადებას შეფასებები მოჰყვა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში: “ამ ჯგუფის საქმიანობა ბათუმში ყველას კარგად გვახსოვს დაიწყო რომ ისინი აპირებდნენ მესხეთისა და მედეას დემონტაჟს, მათ ადგილას კი თანამედროვე ტიპის სასტუმოების მშენებლობა, რაც განხორციელებულია კიდეც და ბათუმში “ჰილტონიც” გვაქვს და რედისონიც, ასევე ამ ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული “ტრამპ თაუერის” მშენებლობა, რომელიც სამწუხაროდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს პროექტი აღარ განხორციელდა, რაც შეეხება ზოგადად 2006 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას და იმას რომ ყველაფერი ხელშეკრულებიდან არ შესრულდა ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, ყველას კარგად გვახსოვს რომ  მას შემდეგ ქვეყანამ გადაიტანა 2008 წლის ომი რუსეთთან”_ განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ბათუმის საკრებულოს წევრმა გიორგი კირთაძემ.