ქობულეთში სეზონზე მეიჯარეებს იჯარის გადასახადი გაეზარდათ

1461839_1491827947763574_4104546516934960805_n

ქობულეთში კერძო ობიექტების მეპატრონეებს საკრებულოს გადაწყვეტილების შედეგად იჯარის გადსახადი გაუორმაგდათ-აცხადებენ „ ერთიან ნაციონალურ მოძღაობაში“.

ბონდო თედორაძის განმარტებით, იმ მოვაჭრეებს, რომლებიც სეზონური საქმიანობით იყვნენ დაკავებული და წინა წლებში აღნიშნული ბიზნესის წარმოებისთვის ფიქსირებულ გადასახადს იხდიდნენ, მოქმედი განკარგულებით აუდიტის სამსახური შეაფასებს და გასაყიდი თანხის 5% გადახდა მოუწევს. ნაციოანლურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მოიჯარეებს დააზარალებს და ფასების ზრდას გამოიწვევს. ნაციონალურ მოძრაობაში საკრებულოს წლევანდელ სეზონზე გადაწყვეტილების შეცვლისა და ძველი, ფიქსირებული გადასახადების დატოვებისკენ მოუწოდებენ.

“ქობულეთში სეზონურ იჯარებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს გადასახადი გაეზარდათ და გაუორმაგდათ გადასახადი, ჩვენ ვითხოვთ რომ აღნიშნული განკარგულება გაუქმდეს და წლევანდელი სეზონი ჩატარდეს აქამდე არსებული სტანდარტების საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოიგონა ახალი ველოსიპედი, რომლის საფუძველზეც აუდიტს შეაფასებინა ტურისტული ზონები, გასაყიდი ფასი შეფასდა აუდიტის მიერ და უკვე გასაყიდი ფასის 5 % ახდევინებენ მოიჯარეებს, რამაც გამოიწვია ფასების კატასტროფული ზრდა”_განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქობულეთის საკრებულოს წევრმა ბონდო თედორაძემ.