„ქართული ოცნება“ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს

ქართული ოცნება

პარტია “ქართული ოცნების” დელეგაცია დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის მიზანი პარტია “ქართული ოცნებისა” და ჩინეთის სახალო რესპუბლიკის კომუნისტურ პარტიას შორის ურთიერთობების გაღრმავებაა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩინეთის პოლიტიკურ პარტიათა მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობასთან, რეგიონების მთავრობებთან, ორგანიზაციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი თავს კომუნისტურ ოჯახში მოიაზრებს.პარტიაში ვიზიტს ევრაზიული კავშირის წევრობისკენ გადადგმულ ნაბიჯადაც აფასებენ.

საპირისპიროს აცხადებს რესპუბლიკური პარტიის წევრი გია მასალკინი. მისი განმარტებით, საქართველოში კომუნისტური იდეოლოგია დაიმარხა და ამ მხრივ საფრთხე არც ვიზიტის შემდეგ შეიქმნება.