“ოცნების დეპუტატი კომუნისტურ პარტიასთან დამეგობრებას დადებითად აფასებს”

გიორგი მასალკინი

„ქართული ოცნება“ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს.

შეგახსენებთ რომ პარტია “ქართული ოცნების” დელეგაცია დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის მიზანი პარტია “ქართული ოცნებისა” და ჩინეთის სახალო რესპუბლიკის კომუნისტურ პარტიას შორის ურთიერთობების გაღრმავებაა, ამ ფაქტს უკვე მოჰყვა შეფასებები.

გიორგი მასალკინი
გიორგი მასალკინი

“რაც შეეხება დამეგობრებას ეს ისევ და ისევ აღმოსავლეთის ეთიკიდან გამომდინარეობს, მე ვარ მმართველი პარტია შენ ხარ მმართველი პარტია, მოდი ვიმეგობროთ და თუ ეხლა ვინმე ფიქრობს რომ “ქართული ოცნება” ჩინეთიდან დავირუსებული ჩამოვა კომუნიზმით, არამგონია რომ ასე მოხდეს იმიტომ რომ საქართველოში კომუნიზმი დიდიხანია აღარ არის”_განაცხადა “ქართული ოცნებაში” შემავალი რესპუბლიკური პარტიის და აჭარის უმაღლესი სბაჭოს წევრმა გიორგი მასალკინმა.