“ნასვამი ეკონომიკის მინისტრი ავარიაში მოხვდა” (ფოტოკოლაჟი)

"ნასვამი ეკონომიკის მინისტრი ავარიაში მოხვდა"

რა უჯდება აჭარის მთავრობას ავტოპარკის განახლება, ეს საკითხი საზოგადოების მსჯელობის და კრიტიკის საგანი ბევრჯერ გამხდარა. ხალხის რჩეულები მაღალ პრემიებთან ერთად ავტომობილებით მომსახურებაზეც არ ამბობენ უარს, თუმცა ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება მაღალი თანამდებობის პირების ავტომობილებით მომსახურება, „ბი ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი რომ გაურკვეველ ვითარებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ სამსახურეობრივი ავტომობილით „ Hyundai Sonata“, სახელმწიფო ნომრით (CJC-062) მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა. საინტერესოა რა დაუჯდება ბიუჯეტს მაღალი თანამდებობის პირების მიერ დამტვრეული ავტომობილების შეკეთება, იმ ფონზე როდესაც საქართველოში ეკონომიკური კრიზისია, ასევე ისიც საინტერესოა ამ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რატომ არ გამოიყენა მინისტრმა დაზღვევა, სავარაუდოდ სადაზღვეო ფირმამ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე, რადგანაც მძღოლი ამ შემთხვევაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისიტრი ბალაძე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

როგორც ჩვენთვის გახდა ასევე  ცნობილი ბალაძე ამჟამად იმყოფება იძულებით  შვებულებაში მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის თხოვნით და მისი დაბრუნების საკითხი ჯერ კიდევ განხილვის დონეზეა.

“ბი ნიუსმა” მოიპოვა ფოტოები თუ რა მდოგმარეობაში არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის სამსახურეობრივი ავტომობილი ერთერთ ავტოსადგომზე: