“გავმართავთ ფართო მასშტაბიან საპროტესტო აქციებს”_თაბუკაშვილი

 

თამუნა თაბუკაშვილი

“აჭარის მთავრობის თავჯდომარის, ბათუმის მერის, აჭარის ფინანსთა მინისტრის და საკრებულოს თავჯდომარის მიერ ერთ ლარად გაყიდული, ქალაქში ძლივს შემორჩენილი გამწვანებული ადგილის, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ხეების ტერიტორია.
ჯერ კიდევ ორი თვის წინ გამოხატეს უკმაყოფილება და პროტესტი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა (ჯემალ ფუტკარაძე, მედეა ვასაძე) და ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა (მურმან დუმბაძე), თუმცა ამ პროტესტიდან სულ მცირე ხნის გასვლის შემდეგ, ბატონ მერს სასწრაფოდ დაევალა მთავრობის აპარატიდან, შემორაგულიყო ტერიტორია და მშენებელ კომპანიას დაეწყო მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა…
რატომ სასწრაფოდ?!
რეალური საფრთხე დაინახეს მიმდებარე ტერიტორიის მეორე და მესამე საცხოვრებელი კორპუსების მცხოვრებლებისგან. პროტესტის განცხადებას, რომელიც სკვერის შენარჩუნების მიზნით დაიწერა 500 ადამიანი აწერს ხელს… გარდა ამისა, მთავრობის წევრებს შეეშინდათ იმ ბინების დაკარგვის, რომელიც ბარტერის საშუალებით უნდა მიიღონ ახლად აშენებულ კორპუსებში…
ორივე თავჯდომარე, მერი და მინისტრი თავს იცავენ იმ პოზიციით, რომ რეკრეაციულ ზონას სკვერის სტატუსი არ გააჩნია… სინამდვილეში კი, ბათუმში ეს ერთადერთი ადგილი დარჩა მწვანე, სადაც მოსახლეობა ხეების ჩრდილში ისვენებს და ბავშვებს ასეირნებს… სკვერი რატომ არ ჰქვია, არ ვიცი, მაგრამ ვინც ბათუმში აბუსერიძის და ჯავახიშვილის (მის გაგრძელებაზე) ქუჩების კვეთაში მდებარე ეს ზონა იცის და უნახავს, დამეთანხმება, რომ ფაქტიურად სხვა მსგავსი რეკრეაციულ ზონა ქალაქში აღარ არსებობს…
დღეს საპროტესტო აქციაზე იდგნენ ის ადამიანებიც, ვინც არ ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, მაგრამ დასასვენებელ ადგილად იყენებენ…
იქ შეკრებილ და არამარტო იქ შეკრებილ საზოგადოებას გადაწყვეტილი აქვს, მიმართოს უფრო ფართო მასშტაბიან საპროტესტო აქციებს სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად და ამით ქალაქს შეუნარჩუნოს ძლივს შემორჩენილი მწვანე სკვერი…”_წერს თამუნა თაბუკაშვილი საკუტარი ფეიბუკის გვერდზე.