“აჭარის მთავრობისგან პრივილეგირებული ბიზნესი”_(ვიდეო)

არჩილ ხაბაძე

„მთავრობისაგან პრივილიგირებული ბიზნესი“ ჟურნალისტური გამოძიება ტელეარხი 25ის საგამოძიებო სტუდია “ REC” ჩაატარა.ტენდერები ძველი და ახალი ხელისუფლების პირობებში, საეჭვო ბიზნესსაქმიანობა და ბიზნესის გამო კანონდამრღვევი სამართალდამცავები-ეს გახლავთ სტუდია „რეკის“ მიერ მომზადებული ახალი საგამოძიებო ფილმის მთავრი თემა. მასზე ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე 2 თვის განმავლობაში მუშაობდა.

“გონიოს ხიდთან პატრული ტრაილერების მძღოლებს ავტოპარკში შესვლას აიძულებს, საპატრულო პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟი აქ 24 საათის განმავლობაში პატრულიერებს, ერთერთი ბულგარელი მძღოლის განცხადებით მას 3_ჯერ აიძულეს გონიოს ავტოპარკით სარეგლობა, ავტოპარკი გონიოში კომოპანია “ბიგოილს” აქ მოწყობილი, აღნიშნული კომპანიის 50% წილის მფლობელი კი ბიზნესმენი გია ჭყონიაა, ჭყონია ხაბაძის ახლო მეგობარია და ის ამ მეგობრობას არც უარყოფს ხაბაძესთან.

 უფრო მეტიც საზოგადოებას შევახსენებთ რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხაბაძე ხშირად სტუმრობს ბიზნესმენის ოფისს,სანდო წყაროსგან მოწოდებული ინფომაციის თანახმად საქმე მასშტაბურ ელიტარულ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს, კულუარული ინფორმაციით ჭყონიას ბიზნეს ინტერესებს არჩილ ხაბაძე აქტიურად ლობირებს, კორუფციული სქემა მარტივია – სახელმწიფოს გამოცხადებულ მრავალმილიონიან პროექტებს აჭარაში ჭყონიას კომპანიები ახორციელებენ. 

 

არჩილ ხაბაძეხაბაძეს მისი მეგობარი ბიზნესმენი ჭყონია ხშირად დაჰყავს საზღვარგარეთ ვიზიტების დროს, ჭყონიას განამრტებით ის გვერდით მდგომი ბიზნესმენია: ” მე როგორც გავიგე ქამრების შემოჭერასთან დაკავბშირებით, ზედმეტი ხარჯი რომ არ გაწეულიყო მე და ვაჟა დავითაძე გაგვიყოლეს” აჭარის დელეგაცია სტრასბურგში „ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესში“ მონაწილეობის მისაღებად იყო გამგზავრებული, რაც შეეხება ხაბაძის თანმხლებ პირებს- ბუნებრივია რეგიონის წარდგენის დროს უნდა იმყოფებოდეს როგორც დეპუტატები და მინისტრები ასევე რეგიონში მოღვაწე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ საზოგადო პირები, მაგრამ საინტერესოა მთავრობის დელეგაცია რა მეთოდით შეირჩა ან რა სტატუსით იმყოფებოდნენ ხაბაძის თამხლები ე.წ ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები სტრასბურგში ?
მაგალითისთვის რატომ მაინც და მაინც ბიზნესმენი გია ჭყონია (რომელიც სამთავრობო ბიზნესმენად ითვლება)
საინტერესოა ასევე რა სტატუსით იმყოფებოდა ბიზნესმენი შპს მარანი დამფუძნებელი ვაჟა დავითაძე სტრასბურგში სამთავრობო დელეგაციაში.

არჩილ ხაბაძეს ჭყონია კანადაში, ქალაქ მონრეალში აჭარის მთავრობის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტის დროსაც ჰყავდა წაყვანილი, 
როგორც გარიკვა კანადაში ვიზიტის დროს სამთავრობო დელეგაციაში წარმოდგენილი იყო:

ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე.

განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი.

ბიზნესმენი ზაზა გოგოტიშვილი.

არჩილ ხაბაძის მრჩეველი, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ჟანგბადის ხელმძღვანელი ლევან ჯაში .

ბიზნესმენი გია ჭყონია.

ასევე მალე ბათუმში ახალი რკინიგზის სადგური „ ბათუმი ცენტრალი“ გაიხსნება, რომელიც ასევე ბიზნესმენ გია ჭყონიას საკუთრებაა.

საინტრესრესოა დაინტერესდება თუ არა პროკურატურა გი ჭყონიას ბიზნესს საქმიანობით და იმით თუ რატომ ანიჭებს პრივილეგიებს აჭარის მთავრობა ჭყონიას და მის კომპანიებს.