“როცა აჭარის ხელისუფლება ვარსკვლავებს ხსნის მათ შეიძლება თამამად უწოდო არაადამიანები!!!”

"როცა აჭარის ხელისუფლება ვარსკვლავებს ხსნის მათ შეიძლება თამამად უწოდო არაადამიანები!!!"

“როცა კრიზისების მართვის საბჭო აშკარა კრიზისშია, როცა აჭარის ხელისუფლება ვარსკვლავებს ხსნის და კოლექტიურ სირცხვილს სჩადის, როცა ზოოპარკის დირექტორს გინდა დააბრალო და ამით თავი “გაიმართლო”, როცა მტაცებლები ადამიანებზე ნადირობენ შუა ქალაქში, ამ დღეებს შეიძლება თამამად უწოდო არაადამიანური!!!
არ ვწერ როგორც პოლიტიკოსი და ვწერ როგორც მოქალაქე. ამ უმძიმეს დღეებს თან ახლავს საოცარი ოპტიმიზმი მოხალისეთა თავდადების გამო. სამაშველო, სასწრაფო, საპატრულო სამსახურების თავდადების გამო.
ბათუმში და ჩვენს კუთხეში დაწყებული სარფიდან (მადლობა ლაზებს) დამთავრებული ყველა ქუჩით და სოფლით, მოქალაქეები ლარს -ლარზე დებენ ეს დღეებია და ზრუნავენ დაზარალებულებს მცირედით მაინც შეუმსუბუქონ მატერიალური ზარალი და გვერდით დგომით მორალურად გაამხნევონ ისინი.
პ.ს. ჩვენ ერთნი ვართ, ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ მძიმე დღეებსაც გადავიტანთ. “მსასოოვარი უფლისა არა სადა დავარდეს”! ღმერთი ფარავდეს თბილისს და საქართველოს!!!”_წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს და თავისუფალი დემოკრატების წევრი სულხან ღლონტი საკუთარი ფეიბუკის გვერდზე.

One thought on ““როცა აჭარის ხელისუფლება ვარსკვლავებს ხსნის მათ შეიძლება თამამად უწოდო არაადამიანები!!!”

  1. რუსეთის” დუმამ ” კი – ცხინვალის რეგიონის ანექსიის ,,ხელშეკრულების” რატიფიკაცია მოახდინა 😦

    Like

დისკუსია დახურულია.