ბიძინა ივანიშვილი აჭარაში და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

ბიძინა ივანიშვილი

სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ საერთშორისო კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს დღეს საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. ის დელგატებს დღის მეორე ნახევარში შეურთდა. ივანიშვილი კონფერენციის სასესიო ნაწილს არ დასწრებია, თუმცა დახურულ კარს მიღმა მან რამდნეიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისების საკთხებში ევროკავშირში სპეციალურ წარმომადგენელს ჰელბერტ ზალბერთან და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან იანოშ ჰერმანთან. რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა, ,ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა, რადგანაც ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის ადგილი უკომენტაროდ დატოვა. ჟურნალისტები ექსპრემიერს დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ელოდნენ, თუმცა მან სასტუმრო „ჰილტონი“ ალტერნატიული გასასვლილიდან დატოვა. როგორც თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებმა განმარტეს, შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი მესამე სექტორის წარმომადგენლის სტატუსით ესწრებოდა.

იმისათვის, რომ საქართველომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას როგორც ფინანსურად, ასევე სპეციალისტებით ეხმარება. რეფორმების განსახორციელებლად საქართველო 4 წლის განმავლობაში 400 მილიონ ევროს მიიღებს. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა. „იმოძრავეთ რეფორმების მიმართულებით აქტიურად“-ასეთია დირკ შუბელის რეკომენდაცია.

სასამართლო სისტემის, პროკურატურის, შსს-ს რეფორმა, საჯარო ადმინისტრირების შესახებ კანონმდებლობის დახვეწა-ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ქვეყნის მთავარ მიღწევად მიიჩნევს.

მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს ბევრი მიმართულებით ვითარება ერთდროულად შეცვალოს, კონსტიტუციური რეფორმაა, რომელიც უნდა განხორციელდეს -ასეთია ლაშა ტუღუშის მოსაზრება. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულების ტემპით უკმაყოფილოა.

„საქართველოს ევროპული გზა“-ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული რა ვალდებულებები შეასრულა საქართველომ ამ დროისთვის და როგორია სამომავლო გეგმები-ორი დღის განმავლობაში ევროპელი ლიდერები ქართველ კოლეგებთან სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობდნენ.