რა კარგად ვიყავით ყველანი ერთად საბჭოთა კავშირში – აჭარის მთავრობის ნატვრა

ზაურ ფუტკარაძეუკვე რამდენიმე დღეა აჭარა თბილისის შემდეგ მოვლენათა ეპიცენტრში მოექცა. ადგილობრივი ხელისუფლება კი გასულ დღეებში ჩატარებული საზეიმო ღონისძიებების გამო კრიტიკის ობექტი გახდა .
როგორც ჩანს აჭარის მთავრობა ჩვეულ რიტმში აგრძელებს საქმიანობას და კვავ სკანდალში ეხვევა.
17 ივნის აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ადგილორივი ტელევიზიებით გავრცელდა ცნობა რომ აჭარას მაღალი რანგის სტუმრები ეწვიენ. “ბათუმში ლიტვის რესპუბლიკის საგარეო მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი იმყოფება. დღეს მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარძე შეხვდნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის რეპლიკას ლამის დიპლომატიური სკანდალი მოჰყოლია:
საზეიმო სუფრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ლიტვის ელჩისთვის უთქვამს: – რა კარგად ვიყავით ყველანი ერთად საბჭოთა კავშირშიო.
მდგომარეობა იმდენად დაიძაბა რომ ლიტვის ელჩი და საგარეო სამეთა მინისტრი დროზე ადრე შეწყვიტა ვიზიტი.
არჩილ ხაბაძე

1 thought on “რა კარგად ვიყავით ყველანი ერთად საბჭოთა კავშირში – აჭარის მთავრობის ნატვრა

დისკუსია დახურულია.