“ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის ბიზნესწილები”

Безымянныйბათუმში 25 მაისს გასართობი ბოულინგ ცენტრი“ აისბერგი“ გაიხსნა, რომელიც ქალაქის ცენტრში ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს.
როგორც „ ბი ნიუსმა“ მოიპოვა ინფორმაცია ბოულინგ ცენტრის გახსნა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის სახელს უკავშირდება, კერძოდ ის დაინტერესებულია ამ ობიექტით და უფრო მეტიც გავრცელებული ინფორმაციით ის ერთ-ერთი მეწილეა, საზოგადოებას შევახსენებთ რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულო ხაბაძის ფავორიტი გუნდით დაკომპლექტა, თავმჯდომარის სკამი კი ყოფილ აპარატის უფროსს ირაკლი ჭეიშვილს ერგო, ასევე ჭეიშვილის ერმაკოვის და ხაბაძის სახელს უკავშირდება ანბანის კოშკის ერთ ლარად გასხივსება, რომელიც გადაეცა ისეთ კომპანიას რომელზეც ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, მიუხედავად იმისა რომ საკრებულოს თავმჯდომარემ საზოგადოებას და ჟურნალისტებს პირობა მოგვცა რომ კომპანიაზე სრულ ინფორმაციას გამოქავეყნებდა.