“გადადგეს აჭარის მთავრობა!!!”_პეტიცია ინტერნეტ სივრცეში

"გადადგეს აჭარის მთავრობა!!!"_პეტიცია ინტერნეტ სივრცეში

“როდესაც თბილის და მთელი საქართველო 13 ივნისის ტრაგედიას გლოვობდა, ამ დროს აჭარის მთავრობის თავჯდომარე ტაშფანდიურობდა, როდესაც ხალხმა ქორწილი და ყველანაირი ზეიმი გადადო ამ დროს ამხელა თანამდებობის პირი ერთობა, სირცხვილია ეს ყველაფერი. სასწრაფოდ მოხდეს მისი თაამდებობიდან გადაყენება. გთხოვთ მოაწეროთ ხელი და გააზიაროთ.”_ამ შინაარსის პეტიცია ინტენეტში მას შემდეგ გამოჩნდა რაც 16 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიიდან მესამე დღეს, აჭარის მთავრობამ ბათუმელი მოცეკვავეების ვარსკვლავები გახსნა.

ხოლო დღეს უკვე ბათუმის ქუჩებში  ბათუმის მერიის ორგანიზებით საზეიმო ღონიაძიება მიმდინარეობდა, “ახალგაზრდული ფესტივალი” ასე ქვია აღნიშნულ ღონისძიებას რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ღებულობენ მონაწილეობას, წელს ფესტივალის მონაწილეებს შორის რუსეთიც არის, ფესტივალის მონაწილეებმა ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე მსვლელობა მოაწყვეს.

 

პეტიცია იხილეთ მითითებულ ლინკზე: “გადადგეს აჭარის მთავრობა!!!”