„პიერ ბათუმსა“ და ბათუმის მერიას შორის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასამრთლო

შპს “ბათუნსა“ და ბათუმის მერიას შორის არსებული დავის სარეზოლუციო ნაწილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა პროცესზე არცერთი მხარე არ გამოცხადდა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ განმარტა, რომ ბათუმის მერიის წარმომადგენელს დღეს სხვა სასამართლო პროცესი ჰქონდა და სწორედ ამ მიზეზით იგი პროცესს ვერ დაესწრო. შეგახსენებთ, რომ „პიერ ბათუმის“ წარმომადგენლობა სასამართლოს მერიის მიერ გამოცემული აქტის გაბათილებას და ნებართვის გაცემას სთხოვს, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალურ ბულვარში არსებულ ნაგებობაზე დემონტაჟის ბრძანება გაუქმდება და მშენებლობის ნებართვა გაიცემა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, 2010 წელს, როდესაც შპს „ბათუნს“ მშენებლობის ვალდებულება დაეკისრა, ობიექტის ჩაბარებამდე 6-თვიანი ვადა მიეცა, ნებართვით კი, მერია მხოლოდ 2013 წელს დაინტერესდა.