მივა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში არჩილ ხაბაძე-კვლავ გაურკვეველია

არჩილ ხაბაძე ირაკლი ჩავლეიშვილი

მივა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში 18 ივნისის პლენარულ სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე-საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბიუროს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, არჩილ ხაბაძის მოსმენა დღის წესრიგში შეიტანეს, საკანონმდებლო ორგანოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები არ ფლობენ ინფორმაციას, რას გეგმავს ხაბაძე. მმართველი გუნდის ოპონენტებკი ვარაუდობენ, რომ მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს წინაშე არ წარსდგება, რაც საკანონმდებლო ორგანოში კრიზისული მდგომარეობის შექმნას შეუწყობს ხელს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ თუკი ხაბაძე ამ ვალდებულებას გაექცევა, ისინი იმუშავებენ, რომ უმაღლეს საბჭოში ქვორუმი არ შედგეს და სხდომები ვერ ჩატარდეს. აპირებს თუ არა არჩილ ხაბაძე ორ დღეში დეპუტატების კითხვებს უპასუხოს-მთავრობისაგან ინფორმაციას ჩვენ ამ დრომდე ველოდებით.