დასჭირდება თუ არა ვიცე-სპიკერის არჩევას სამომავლოდ 14 კაცის ქვორუმი-ორ დღეში გაირკვევა

აჭარის უმაღლესი საბჭო

18 ივნისს პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოში კიდევ 6 საკითხის განხილვა იგეგმება.მათ შორისაა უმაღლესი საბჭოს კომისიების დაკომპლექტების საკითხი,როგორც ცნობილია, ფრაქცია „დემოკრატიული აჭარა“ მხოლოდ ერთ კომისიაში იქნება წარმოდგენილი. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მმართველ გუნდს კი ყველა კომისიაში ეყოლება წარმოამდგენელი. პლენარულ სხდომაზე ასევე მედეა ვასაძის ინიციატივა განიხილება, რომელიც რეგლამენტში ცვლილების შეტანას გულისხმობს. ორ დღეში გაირკვევა დასჭირდება თუ არა ვიცე-სპიკერის არჩევას სამომავლოდ 14 კაცის ქვორუმი. როგორც ინიციატორი ამბობს, მან მმართველი გუნდის შენიშვნები გაითვალისწინა. სწორედ ამიტომ, მედეა ვასაძე ფიქრობს, რომ საკითხი მხარდაჭერას მოიპოვებს.