“გრძელდება თუ არა ბათუმის უნივერსიტეტის პოლიტიზირება”

ჯემალ ანანიძე

15 ივნისს დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის (კანცლერის) თანამდეობაზე საბუთების მიღება.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის (კანცლერის) თანამდებობაზე მხოლოდ  ერთი ბათუმის ყოფილი მერის ჯემალ ანანიძის კანდიდტურა დარეგისტრირდა, ანანიძის კანდიდატურის დარეგისტრირება მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს უკავშირდება, ჯერ კიდევ ჯემალ ანანიძეს ქალაქის მერად ყოფნის დროს არჩილ ხაბაძემ  ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა შესთავაზა, თუკი ის დაწერდა განცხადებას და დატოვებდა ქალაქ ბათუმის მერის თანამდებობას, ანანიძემ მაშინ ხაბაძეს სურვილი შეუსრულა დატოვა თანამდებობა და ის გიორგი ემაკოვმა ჩაანაცვლა.

როგორც ჩანს დაპირება შეუსრულა ანანიძეს მისმა ყოფილმა სტუდენტმა არჩილ ხაბაძემ და უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლების, სტუდენტების უკითხავად  ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე  ჯემალ  ანანიძე წარადგინა.

ამ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტში აზრი ორადაა გაყოფილი: ნაწილი უნივერსიტეტელებისა აცხადებს რომ უნივერსიტეტში კვლავ დიდია გავლენა მთავრობის და უშიშროების სამსახურების, რაც უნივერისტეტის დამოუკიდებლობას  უქმნის საფრთხეს და პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ ჩართვას უწყობს ხელს,  ხოლო მეორე ნაწილი დადებითად აფასებს ანანიძის წარდგენას ამ თანამდებობაზე, მათი აზრით უნივერსიტეტი ამის შემდგომ  მიიღებს დამატებით დაფინანსებას და სახელმწიფოსგან უფრო მეტი ყურადღება მიექცევა.

თუმცა ფაქტი ერთია რომ არჩილ ხაბაძე  უკვე უნივერსიტეტის საკადრო პოლიტიკაშიც ერევა და მისი ნდობით აღჭურვილ პირს ნიშნავს უნივერსიტეტის მმართველ რგოლში.