“13 თუ 15 ივნისი_ბათუმის საკრებულოს გლოვის დღედ 13 ივნისი მიაჩნია”

ბათუმის საკრებულო

სოციალურ ქსელებში უკვე უამრავი ადამიანი გამოთქვამს მწუხარებას თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო.

უცხადებენ სამძიმარს გარდაცვლილთა ოჯახებს, უამრავი ადამიანი ჩართული მოხალისეობრივ საკითხებში, დღეს ბათუმის საკრებულომ ფეიბუკის ოფიციალურ გვერდზე სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა ფოტოსთან ერთად , რომელზეც გლოვის დღედ 13 ივნისია მითითებული და არა 15 ივნისი…

შეგახსენებთ რომ საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამისთვის უკვე არის მზად საქართველოს მთავრობის განკარგულება.