ბათუმის მერია მოქალაქეებს თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისკენ მოუწოდებს

"მადლობა სოლიდარობისთვის!" - მოხალისეები გმირთა მოედანზე

თბილისში, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მსურველებს, ტანსაცმლის და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეუძლიათ. ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის თქმით, ხვალ, 15 ივნისს, დილის ცხრა საათიდან საღამოს 6 საათამდე ბათუმის ყველა ტერიტორიულ ორგანოში მოქალაქეებს შეეძლებათ მისვლა და ჰუმანიტარული დახმარების მიტანა.

„იქნებიან თანამშორმლები, რომლებიც ჩანაწერებით მიიღებენ მოქალაქებისგან იმ დახმარებას რასაც ბათუმელები ჩათვლიან საჭიროდ. თუ საჭირო გახდება მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ თანხას და შევიძენთ ჰუმანიტარულ დახმარებას,“ – თქვა გიორგი ერმაკოვმა.

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულები:
ძველი ბათუმის ადმინისტრაცია
მერის წარმომადგენელი: ირაკლი დევაძე
ტელეფონი: 27-74-52
რუსთაველის ადმინისტრაცია
მერის წარმომადგენელი: მამუკა ცხვარაძე
ტელეფონი: 27-41-30
ბაგრატიონის ადმინისტრაცია
მერის წარმომადგენელი: იოსებ შერვაშიძე
ტელეფონი: 27-39-43
აღმაშენებლის ადმინისტრაცია
მერის წარმომადგენელი: იოსებ ტარიელაძე
ტელეფონი: 24-07-26
ჯავახიშვილის ადმინისტრაცია
მერის წარმომადგენელი: ამირან ოქროპირიძე
ტელეფონი: 24-63-31
თამარის ადმინისტრაცია
მერის წარმომადგენელი: თამაზ სალუქვაძე
ტელეფონი: 25-50-76
ხიმშიაშვილის ადმინისტრაცია
მერიის წარმომადგენელი: ირაკლი პატარიძე
ბონი-გოროდოკის ადმინისტრაცია
ტელეფონი: 25-47-54
აეროპორტის ადმინისტრაცია
მერის წარმომადგენელი: რომან დუმბაძე
კახაბრის ადმინისტრაცია
ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაცია
გონიო-კვარიათის ადმინისტრაცია
მწვანე კონცხის ადმინისტრაცია

დღეს, 15 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრებთან და გამგებლებთან ერთად საგანგებო თათბირი გამართა. არჩილ ხაბაძის განცხადებით აჭარის მთავრობა მზადაა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარება გაუწიოს.

„პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან და თბილისის მერიასთან კავშირზე ვიყავით და სხვადასხვა სახის დახმარებას ვთავაზობდით.
საქართველოს მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება თბილისში მობილიზებული იყო და დროულად ახდენდა რეაგირებას. აჭარის მცხოვრებლებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად – გროვდება სურსათი, პირველადი დახმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ჰიგიენის საშუალებები.

აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს სთავაზობს აჭარის კურორტებზე დასვენებას და რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რათა მომხდარი ტრაგედიის დროს მიღებული სტრესი დაძლიონ. რეგიონში მოქმედი ყველა უწყების საჯარო მოხელემ სურვილი გამოთქვა ფულადი დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს.

ასევე აჭარაში მცხოვრებნი გამოთქვამენ თანადგომის სურვილს, ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ წარმომადგენლობებსა და მუნიციპალიტეტების გამგეობებში შექმნილია სპეციალური პუნქტები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიტანოს პირველადი დახმარების ნივთები. ასევე ბათუმის მერიის მობილიზების სამსახურში მიმდინარეობს მოხალისეთა რეგისტრაცია. აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობს ცხელი ხაზი 27 20 01, რომელიც დახმარების მსურველ მოქალაქეებს მიაწვდის საჭირო ინფორმაცია.