პრეზიდენტმა საგანგებო ბრძანება გამოსცა

15butxuza

სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს შენაერთებს ჩართვისკენ მოუწოდებს. გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა, ბრძანების შინაარსი კი ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო.

“საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა, გამოსცა ბრძანება როგორც საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით თავდაცვითი ჯარების გამოყენების თაობაზე. სტიქიის შედეგებთან ბრძოლისთვის გამოყენებულია საჰაერო ძალები, საინჟინრო ბრიგადები და სახმელეთო ძალები. საქართველოს პრეზიდენტი და მე პირადად და უშიშროების საბჭო გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ,”- აცხადებს ირინა იმერლიშვილი.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას 10 000 ლარის ოდენობის პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს.

“კომპანია ” საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” თითოეული წარმომადგენელი ათვითცნობიერებს, რომ ის რაც გუშინ მოხდა თბილისში არის ყოველი ჩვენთაგანის ტრაგედია. გვინდა თანადგომა გამოვუცხადოთ დაზარალებულ თანამოქალაქეებს და კომპანია 10 000 ლარის ოდენობის პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარება დაზარალებულებს. ჯი-აი-ჯი ჯგუფი მწუხარებას გამოთქვამს გუშინ ღამით თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშრებით , უსამძიმრებს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და თანაგრძნობას უცხადებს დაზარალებულებს,”-ნათქვამია განცხადებაში .