ვერეს ხეობაში კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა-მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებს

NO COMENT-თბილისი სტიქიის შემდეგ

ვერეს ხეობაში კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ადგილობრივთა ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გუშინდელი სტიქიის შემდეგ 2 კერძო სახლია დარჩენილი, რომელთაგან ერთის ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ჩამოიშალა. შენობის ჩამოშლილი ნაწილი მიშენება იყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე იმისა, რომ შენობა სრულად დაინგრევა, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.