დაზარალებულთა დასახმარებლად სვანიძის ქუჩაზე წითელი ჯვარია მობილიზებული

5ff

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სვანიძის ქუჩაზე საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციაც არის მობილიზებული.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ რომელაშვილმა განუცხადა, ისინი, როგორც საქართველოს ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია, სტიქის შედეგად დაზარალებულებს პირველად დახმარებას აღმოუჩენენ.
“ჩვენგან ქალაქის მასშტაბით გაგზავნილია სამი ჯგუფი, რომელსაც შეადგენენ მოხალისეები, ქალაქის მასშტაბით ვაგროვებთ ინფორმაციას, დახმარებას აღმოვუჩენთ ყველას, ვისაც სჭირდება ჩვენი დახმარება. ვაგროვებთ ინფორმაციას და ამის შემდეგ კიდევ მოვახდენთ რეაგირებას”, – აღნიშნა რომელაშვილმა.
მისივე თქმით, შეგროვილი ინფორმაცია გადაეგზავნება წითელი ჯვრის სათავო ოფისსაც, საიდანაც სპეციალური ჯგუფი უკვე ასევე არის გამოსული დასახმარებლად.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. გაცნობებთ, რომ 14 ივნისს სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო. (ომარ მხეიძისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება 17 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში, ხოლო ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში ანსამბლ „მძლევარის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი 25 ივნისს 19:00 საათზე შედგება. აღნიშნულ ღონისძიებებზე შეძენილი ბილეთები ძალაშია.