“გამოვთქვამთ მზადყოფნას, მონაწილეობა მივიღოთ სარეაბილიტაციო სამუშაოებში”

ტავისუფალი დემოკრატები

თბილისში მომხდარ სტიქიას “თავისუფალი დემოკრატები” ეხმაურებიან და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ. პარტია მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს სარეაბილიტაციო სამუშაოებში:

“შემზარავია ის ტრაგედია, რაც გასულ ღამეს თბილისში დატრიალდა. ,,თავისუფალი დემოკრატები” ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთ ყველას, ვისაც ეს კატასტროფა უშუალოდ შეეხო. ამ რთულ მომენტში გადაუდებლად საჭიროა კონსოლიდაცია და პრობლემის საერთო ძალებით გამკლავება. ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები” გამოვთქვამთ მზადყოფნას, მონაწილეობა მივიღოთ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მოვუწოდებთ ჩვენს ყველა აქტივისტს, საკუთარი საცხოვრებელი უბნის მიხედვით, ჩაერთონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებულ სამუშაოებში.” ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “თავისუფალი დემოკრატები” ავრცელებენ.