დათხოვნილი და დაწინაურებული პროკურორების სტატისტიკა

batumis_iusticiis_saxli

გასულ წელს პროკურატურიდან დაითხოვეს 76 თანამშრომელი, მათ შორის 27 პროკურორი. მათგან პირადი განცხადების საფუძველზე სამსახური21-მა თანამშრომელმა, მათგან აჭარის პროკურატურა ორმა, ბათუმის რაიონული პროკურატურა – კი სამმა დატოვა. რაც შეეხება დასჯას – დისციპლინური სახდელი გამოიყენეს 14 პროკურორის მიმართ. კერძოდ, 2014 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე გაათავისუფლეს სამი პროკურორი, ორ პროკურორს გამოუცხადეს საყვედური, ხოლო ცხრა პროკურორს – შენიშვნა. ასევე უცნობია, რატომ დასაჯეს ეს პროკურორები. ინფორმაცია გაზეთმა „ბათუმელებმა“ გაავრცელა. ადვოკატ პაატა შავაძის შეფასებით, პროკურატურა დახურული უწყებაა და მისთვის გაუგებარია რატომ დააწინაურეს პროკურორები ზვიად ფხაკაძე და გიორგი დავითაშვილი, რომლებზეც არაერთი მოქალაქის საჩივარი არსებობს. საკითხზე განმარტებების გაკეთება პროკურატურაში დღეს არ ისურვეს.