“აჭარა ახალი პოლიტიკური კრიზისის მოლოდინში”

აჭარის უმაღლესი საბჭო

პოლიტიკური დუღილი აჭარის უმაღლეს საბჭოში შეწყდა, თუ რა ხდება უმაღლეს საბჭოში ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მსჯელობა არ წყდება.
აჭარის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად განიხილავენ აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებს, საზოგადოების ერთი ნაწილი საუბრობს იმაზე რომ ავთანდილ ბერიძის მიერ იყო ინსცენირებული გაზაფხულზე უმაღლეს სბაჭოში მიმდინარე მოვლენები, რათა მას მიეღწია მთავარ მიზანზე და მისი მოადგილე დავით ბაციკაძე ჩამოეშორებინა თანამდებობიდან, რასაც მიაღწია კიდეც და რეალურად ამის შემდგომ უმაღეს საბჭოში პოლიტიკური ცხოვრება მეტნაკლებად მაგრამ მაინც დალაგდა, დავით ბაციკაძის გარდა ყველა თანამდებობის პირმა ან შეინარჩუნა დაკავებული თანამდებობა ან კიდევ სხვა თანამდებობა დაიკავა, საზოგადოების მეორე ნაწილის აზრით კი უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენები ოპოზიციური პარტიების მიერ სწორად დაგეგმილი პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რითაც ფაქტიურად მოხდა აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების დაშლა და ფრაქციის გაუქმება.
აჭარის უმაღლეს საბჭოს კომიტეტების მუშაობაში უფრო ფართოდ იქნა წარმოდგენილი ოპოზიციური ძალები.
სავარაუდოდ 2015 წლის შემოდგომაზე გაერთიანბული ოპოზიციური ძალა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები და დამოუკიდებელი დეპუტატები)უმაღლეს საბჭოში შეეცდებიან, ისევ გააქტიურონ პოლიტიკური მოვლენები, რასაც შესაძლოა მოჰყვეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან, რაც კიდევ უფრო შეცვლის აჭარაში პოლიტიკურ რეალობას.