„კორუფცია და შეწყვეტილი მშენებლობა ბათუმში“

„კორუფცია და შეწყვეტილი მშენებლობა ბათუმში“

სასტუმრო ბაბილონის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო ბათუმში ყოფილი მე-6 საჯარო სკოლის ადგილას, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ბაბილონის ირგვლივ სკანდალები არ ცხრება.2015 წლის ივნისის თვეში ცნობილი გახდა რომ სასტუმრო ბაბილონის მშენებლობა შეწყდა, თუ რამ გამოიწვია მშენებლობის შეჩერება ამასთან დაკავშირებით რამოდენიმე ვერსია გაჟღერდა, რომლის ავტორი არც მეტი არც ნაკლები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გახდა, ხაბაძის ვერსიით ბაბილონის მშენებლობის შეჩერების მიზეზი 2 მეწილე ინვესტროს შორის დაპირისპირება გახდა: „ჩვენ ორივე მხარეს შევხვდით და ჩემი ინფორმაციით, ვიცით რომ კომპანას ორი დამფუძნებელი ჰყავს, მათ შორის არის გაურკვევლობა, დაპირისპირება, მე როგორც იცი 15 ივნისამდე უნდა გადაწყდეს, მათ შორის თუ რომელი გაყიდის წილს“_განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემთუმცა ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს მშენებელი კომპანია და სასტუმროს მენეჯმენტი: „ამ ეტპისთვის მოგეხსენებათ მშენებლობა არის შეჩერებული, ვაკეთებთ გარკვეულ ფორმალურ ცვლილებებს პროექტში, ერთი კვირის ვადაში დავასრულებთ უკვე ყველ ტექნიკურ სამუშაოებს, რაც გვაქვს პროექტის ირგვლივ ჩასატარებელი და უარყოფთ ინფორმაციას რომ პარტნიორებს შორის არის დაპირისპირება“ _განაცხადა სასტუმრო „ ბაბილონის” გაყიდვების მენეჯერმა ნინო ლიკუჩავამ.

„ბი ნიუსმა“ ამ თემასთან დაკავშირებით მოიკვლია ინფორმაცია რის შედეგადაც ირკვევა რომ: „ ჯერ კიდევ 2014 წლის ბათუმის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ერთმანეთს სასტუმრო ბაბილონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი და მისი მოადგილე რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი დაუპირისპირდა ერთმანეთს, სწორედ ამ სხდომაზე ირაკლი ჩავლეიშვილმა ისაუბრა ფარულ გარიგებებზე და კორუფციულ ნიშნებზე სასტუმრო ბაბილონის თემასთან დაკავშირებით:  “მე ვერ ვხედავ აქ ლოგიკას, ვინ იღებს იმ პასუხისმგებლობას კოლეგებო რომ ჩვენ მოვარგოთ ეს დადგენილება ერთ კონრეტულ პიროვნებას და არ გადავახდევინოთ  ბიუჯეტში 800.000 ლარი, ამაზე არის საუბარი, მართალი გითხრათ მე არ მინდოდა ამ თემაზე ასეთი დებატები გამართულიყო“განაცხადა მაშინ ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე, რასაც ირაკლი ჭეიშვილის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა და ჩავლეიშვილს საკრებულოს სხდომაზე კითხვით მიმართა: “მე ვფიქრობ რომ თქვენი განცხადება ცოტა ხმამაღალია, მაშინ როდესაც საუბრობთ რომელიმე კონრეტულ ინვესტორზე გეგმის მორგების, ამ ნაწილში მინდა კონკრეტული ინვესტორის ვინაობა დაასახელოთ ამდენს თუ საუბრობთ, ბაბილონს დახლოებით 2 თვის წინ აქვს K2-ის გაზრდაზე მოთხოვნა შემოტანილი, თუ თქვენ საუბრობთ რომ კომპანიას K2ის გაზრდის მოსაკრებელის გადახდაზე პრობლემა არ აქვს, მაშინ ის დაასახელეთ რატომ, უბრალოდ ეს მაინტერესებს, კონკრეტულად ქვეტექსტებით მინტერესებს რას გულისმობთ და მერე თქვენს მიერ გაცემულ აქტებს დავასახელებ რამოდენიმეს, არ ვიყავი უბრალოდ მზად თქვენი ამ მოხსენებისთვის თორემ დოკუმენტებით მოვიდოდი”_ განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა, რაზეც ჩავლეიშვილმა ჭეიშვილს შემდეგი პასუხი გასცა: „ რუსთაველის ქუჩაზე, სადაც იყო მეექვსე საჯარო სკოლა, დაინგრა ეს სკოლა, 1 ლარად გადაეცა ინვესტორს ტერიტორია და მე დიდი ეჭვი მაქ რომ ეს დადგენილება ზუსტად ამ მეწარმის მიმართ არის მორგებული”

დღეს კი ბაბილონის საკითხზე ჩვენი წყარო გვაწვდის ინფორმაციას რომ სასტუმრო ბაბილონის მშენებლობის შეჩერება გამოიწვია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლამ , კერძოდ ხაბაძე ჭეიშვილის დაჯგუფებამ გადაწყვიტა ბაბილონის “მეწილის სტატუსის” მოპოვება, რამაც ინვესტორების მხრიდან სამუშაოების შეჩერება გამოიწვია.
გაგძელდება თუარა სასტუმრო ბაბილონის მშენებლობა დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ამავე თემაზე იხილეთ: “რა არ აპატია ხაბაძის კლანმა ირაკლი ჩავლეიშვილს?”