„არჩილ ხაბაძეს მთის მინისტრად ნიშნავენ“

არჩილ ხაბაძე

აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებები გარდაუვალია, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტში დაიწყო მსჯელობა მთის კანონის შესახებ, რომელიც უკვე ითვალისწინებს საქართველოს მთავრობაში ახალი მინისტრის პორთველის შემოღებას.

უმრავლესობაში ჩამოყალიბდა ინიციატივა, შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მთის რეგიონების განვითარების ხელშეწყობასა და სხვადასხვა უწყების კოორდინირებას უზრუნველყოფს, – ლიბერალის ცნობით, ამის შესახებ გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს და იმედოვნებს, რომ მთავრობა ამ წინადადებას გაიზიარებს.

ჟორჟოლიანის განმარტებით, მთის რეგიონების განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტის შექმნის საკითხს პირველსავე სხდომაზე დააყენებენ.

კერძოდ „მთების მინისტრი“ , სწორედ არჩილ ხაბაძე განიხილება ამ თანამდებობაზე, სავარაუდოდ ღარიბაშვილი მას ჩააბარებს მთების მინისტრის პორთველს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე კვლავ განიხილება ჯემალ ინაიშვილის კანდიდატურა, ასევე თანამდებობას დატოვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ხოლო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად დემურ დიასამიძის კანდიდატურა განიხილება, კულვარული ინფორმაციით ხაბაძე ცდილობს თავისი კანდიდატურა შესთავაზოს ბიძინა ივანიშვილის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და ეს კანდიდატურა მისი მეგობარი დავით ბალაძეა.

2 thoughts on “„არჩილ ხაბაძეს მთის მინისტრად ნიშნავენ“

დისკუსია დახურულია.