15 ივნისიდან ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ბათუმიც ჩაერთვება

C hepatiti_vertikaluri

ბათუმისა და ქუთაისის კლინიკები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთვნენ. 15 ივნისიდან ბათუმში მცხოვრებმა ბენეფიციარებმა ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს უნდა მიაკითხონ. დაწესებულებას შესაბამისი კაბინეტი უკვე მომზადებული აქვს. პროგრამაში 10 ექიმ- ინფექციონისტი ჩაერთვება. პროგრამის განმხორციელებლად ინფექციური სავადმყოფო ჯანდაცვის სამინსიტროს სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. C ჰეპატიტზე გამოკვლევა 480 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო 30 პროცენტს დაფარავს. დაავადების მკურნალობა კი უფასოა. უწყების ინფორმაციით, პროგრამაში ჩასართავად სერვის-ცენტრებში 4500 ადამიანია დარეგისტრირებული. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფოსბუვირის“ 10 000 ფლაკონი აგვისტოს ბოლოს შემოვა. პირველ ეტაპზე პროგრამით სარგებლობისას პრიორტეტი ენიჭებათ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც ყველა საჭირო კვლევა ჩაიტარებული აქვთ და მათი ღვიძლის მდგომარეობა კრიტიკულია.