“ბატონო მინისტრო! – მე არ მჭირდება თქვენი სწავლება, თუ რა გავუკეთო ჩემს შვილს”

6804_10200422080110923_4506227968365366985_n

“დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შევხვდი მეგობრებო…
ეს მრავალწერტილი ბევრის მთქმელია დამერწმუნეთ. პროცედურების გავლის შემდეგ საშვით შევედით მე და ლაშა.რა თქმა უნდა არ უკითხავს, ვინ ვიყავით, პირდაპირ საქმეზე გადავიდა – რამ შეგვაწუხა!.. ნუ ავუხსენით რომ ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს, რომ საზღვარგარეთ ვმკურნალობთ (იძულებული ვართ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეპილეფსიაც კი ვერ დაუდგინეს, დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტია, სამშობიარო ტრამვა და ა.შ.), ვუთხარით რომ სულ ახლახანს ჩავერთეთ ჯანდაცვის რეაბილიტაციის პროგრამაში, რომელიც აქამდე ისევ და ისევ ჩვენი ექიმების შეცდომების გამო აკრძალული გვქონდა. პროგრამა წლის განმავლობაში მხოლოდ 60 დღეს ითვალისწინებს და იქნებ არის რამე სხვა საშუალება თქო, რადგან ბავშვს ყოველ დღე მინიმუმ 2 საათი ჭირდება ვარჯიში, და ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული მეთქი. მიპასუხა, რომ მეტის საშუალება არ არსებობს, რომ ეს პროგრამა საერთოდ არ არსებობდა და თურმე მათ შექმნეს, ასე რომ მომიწევს დავაკვირდე როგორ ავარჯიშებს ბავშვს მეთოდოლოგი და სახლში მე თვითონ ვავარჯიშო. და რა თქმა უნდა გვასწავლა რომ, ვარჯიშების თანხა, რომელიც პროგრამას არ ეხება და რომელიც აუცილებლად ესაჭიროება ბავშვს, ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ასევე გადაგვამისამართა სხვა პროგრამაზე, რომელიც ჩვენ ასაკობრივ ჯგუფს არ წარმოადგენს – (ესეც არაკომპეტენტურობის ბრწყინვალე გამოვლინება).
– დიდი მადლობა ბატონო მინისტრო, რომ ეს პროგრამა შექმენით, მაგრამ ნუ გვამადლით, რადგან გადახედეთ პროგრამებს რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროები სხვა ქვეყნებში ახორციელებენ. იქ მშობლებს არ პასუხობენ რომ თვენ გადაიხადეთო, მითუმეტეს მოგეხსენებათ ხელფასებს შორის განსხვავება. შეგახსენებთ რომ 100%-ით უზრუნველყოფილია ბავშვების ტრანსპორტირება, რეაბილიტაციის სრული კურსი და ის საცხოვრებელი პირობები რაც მათ სრულყოფილი ცხოვრებისათვის ესაჭიროებათ. ნუ გვამადლით რასაც აკეთებთ (თუ აკეთებთ) თუ ამას გაკეთება ქვია, რადგან თქვენ პირადად, როგორც სახელმწიფო მოხელე მოსახლეობის გადასახადებით არსებობთ. თქვენ ვერ აცნობიერებთ პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. სამაგიეროდ კარგად იცით, როდის და სად გამოიყენოთ ე.წ. სახელფასო დანამატებით, რომელიც შეიძლება ჩემი ბავშვისთვის მინიმუმ 2 და 3 წლის მკურნალობისათვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს. და დამერწმუნეთ ჩვენნაირი საქართველოში ძალიან ბევრია.
ბატონო მინისტრო! – მე არ მჭირდება თქვენი სწავლება, თუ რა გავუკეთო ჩემს შვილს. ეს ძალიან კარგად ვიცი.”_წერს ბენეფიციალი ბავშვის დედა ანინა დევაძე საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.

1 thought on ““ბატონო მინისტრო! – მე არ მჭირდება თქვენი სწავლება, თუ რა გავუკეთო ჩემს შვილს”

  1. sasaciloa batoni ministris darigeba satirali rom ar ikos.ase mgonia Tanamdebobis pirebi sxva saqartveloshi cxovroben.

    Like

დისკუსია დახურულია.